Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

პირველი საატესტატო გამოცდები


პირველი საატესტატო გამოცდები საქართველოში თითქმის მიუახლოვდა დასასრულს. მერვე, ბოლო გამოცდას მეთორმეტეკლასელები 1 ივნისს ჩააბარებენ. კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება გამოცდების ეროვნულ ცენტრში შექმნილი ალგორითმისა და კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ტარდება. მოსწავლეები გამოცდებს ინტერნეტთან მიერთებულ იდენტურ ნოუთბუკებზე აბარებენ. საგამოცდო ბარიერი გამოცდების დასრულების შემდეგ დადგინდება. სკოლის დამამთავრებელ ატესტატს მხოლოდ ის მოსწავლე მიიღებს, ვინც ბარიერის გადალახვას შეძლებს. დღეს ”რეგიონალურ მაცნეში” გამოცდების მიმდინარეობის შესახებ ვისაუბრებთ. გთავაზობთ სიუჟეტებს ქუთაისიდან, ახალციხიდან, კარალეთიდან და ლაგოდეხიდან.
XS
SM
MD
LG