Accessibility links

logo-print

გაიხსნა სარფის განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი


დღეს საქართველოს პრეზიდენტმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა სარფში გახსნეს განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით რეჯეპ თაიპ ერდოანს განსაკუთრებული დამსახურება აქვს საქართველო-თურქეთის ურთიერთობაში და მისი ძალისხმევით განხორციელდა რამდენიმე ერთობლივი, მასშტაბური პროექტი. დღესვე საქართველომ და თურქეთმა ხელი მოაწერეს საზღვრის გამარტივებული წესით გადაკვეთის შეთანხმებას, რომლის თანახმად, ორი ქვეყნის მოქალაქეებს საზღვრის გადალახვა პირადობის მოწმობებით შეეძლებათ.
XS
SM
MD
LG