Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორ სარჩელს ამზადებს ნინო ბურჯანაძე


"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირებისა და ზოგიერთი ტელეკომპანიისა და ჟურნალისტის წინააღმდეგ ორ სარჩელს ამზადებს. სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ბურჯანაძემ ხელისუფლება სიცრუეში დაადანაშაულა. ”თუ ისინი დაამტკიცებენ, რომ არ იტყუებიან, მაშინ რატომ არ აღკვეთეს დროულად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მისივე თქმით, მეორე სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში წარადგენს ზოგიერთი ტელეკომპანიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც, ბურჯანაძის შეფასებით, ”პირდაპირი თანამონაწილენი არიან იმ ქმედებებისა, რასაც სააკაშვილის რეჟიმი სჩადის”.
XS
SM
MD
LG