Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დებატებს ითხოვენ ”ეროვნული საბჭოს” ლიდერები


26 მაისს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირი ეთერით ხელისუფლების წარმომადგენლებთან დებატებს ითხოვენ ”ეროვნული საბჭოს” ლიდერები. კობა დავითაშვილის თქმით, საზოგადოებაში გაჩნდა არაერთი შეკითხვა, რომელსაც სწორედ ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს. ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ის დებატებში იწვევს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პეტრე ცისკარიშვილს, რათა გასცეს პასუხი შეკითხვას, როგორ აღმოჩნდა ხელებშეკრული ნიკა კვინტრაძის ცხედარი მაღაზიის სახურავზე, -ხელებშეკრული და ნაცემი ბიძინა გეგიძე კი, ერთ-ერთ სასაფლაოზე. ეროვნული საბჭო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოითხოვს განმარტებას, რატომ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ადამიანს, როდესაც სასამართლოს განაჩენი არ არსებობს და ნინო ბურჯანაძის ესკორტის წევრს ბრალს სდებს პოლიციელის მკვლელობაში.
XS
SM
MD
LG