Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ფიფას არჩევნების გადადებისკენ მოუწოდებს


ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ფიფას მოუწოდა, გადადოს ოთხშაბათისთვის დანიშნული საპეზიდენტო არჩევნები - კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის გამძაფრების გამო. თუ კენჭისყრა შედგა, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის სათავეში კიდევ ოთხი წლით დარჩება მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელი, შვეიცარიელი ზეპ ბლატერი, რომელიც უკვე 13 წელია, სათავეში უდგას ფიფას. მისმა მთავარმა მეტოქემ მოჰამად ბინ ჰამანმა თავისი კანდიდატურა მოხსნა. გარდა ამისა, ბინ ჰამანი დროებით ჩამოაშორეს ყოველგვარ საფეხბურთო საქმიანობას - ვიდრე ფიფას ეთიკის კომისია არ დაასრულებს კორუფციასთან დაკავშირებული საქმის გამოძიებას. ხვალისთვის დანიშნული კენჭისყრის გადასადებად აუცილებელია, ამ წინადადებას მხარი დაუჭიროს ფიფას წევრი 208 ქვეყნის, სულ ცოტა, სამმა მეოთხედმა. ფიფის კონგრესი დღეს იხსნება შვეიცარიის ქალაქ ციურიხში.
XS
SM
MD
LG