Accessibility links

სტრასბურგის სასამართლო: ხოდორკოვსკის უფლებები ხელყოფილ იქნა


ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ ნავთობკომპანია „იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელის მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრებისას ხელყოფილ იქნა მისი უფლებები. სტრასბურგის სასამართლომ, განიხილა რა ხოდორკოვსკის საჩივარი, დაასკვნა, რომ დარღვევები უკავშირდება პატიმრის დაკავების პირობებსა და ვადებს, აგრეთვე, რამდენიმე საპროცედურო საკითხს. ამავე დროს, ევროპის სასამართლომ, როგორც სამართლებრივი შეფასებების გამომტანმა ინსტანციამ, უარი თქვა, ეცნო იუკოსის ყოფილ ხელმძღვანელთა საქმეების პოლიტიკური ხასიათი. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის სახელმწიფომ 24 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს ხოდორკოვსკის მორალური ზარალის ანაზღაურებისა და სასამართლოს ხარჯების კომპენსაციის სახით.
XS
SM
MD
LG