Accessibility links

გაერო თბილისს 26 მაისის მოვლენების გამოძიებისკენ მოუწოდებს


გაეროს ადამიანის უფლებათა უზენაესი კომისარიატი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად, ეფექტიანად და მიუკერძოებლად გამოიძიოს პოლიციის თანამშრომელთა მოქმედება 26 მაისს, თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დაშლისას. ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე გამოსვლისას, კომისარიატის პრესმდივანმა რუპერტ კოლვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, ძალის გამოყენების ხარისხი არ უნდა აღემატებოდეს აუცილებლის ზღვარს და უნდა შეესაბამებოდეს პროპორციულობის პრინციპს. დაკავებულებზე საუბრისას, კოლვილმა თქვა, რომ დაცულ უნდა იქნეს ყველა დაკავებული პირის უფლებები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, კოლველის თქმით, ისინი უნდა უზრუნველყონ ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით, მათს მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული წამება ან არაჰუმანური მოპყრობა. გარდა ამისა, დაკავებულთ უნდა განემარტოთ მათი დაპატიმრების მიზეზები, უნდა მიეცეთ უფლება, განახორციელონ საკუთარი სამართლებრივი დაცვა და სხვა. კოლვილმა მხარეებს მოუწოდა, მომავალში თავი შეიკავონ ძალადობისგან და იმოქმედონ ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
XS
SM
MD
LG