Accessibility links

logo-print

26 მაისს დაკავებული სოსო ჯაჭვლიანი შიმშილობს, მურმან დუმბაძე - ნაცემია


ორგანიზაციის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ხელმძღვანელი ეკა ბესელია ხვალ, მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში , 26 მაისს დაკავებულ კინორეჟისორ სოსო ჯაჭვლიანს მოინახულებს. ადვოკატებთან ერთად ბესელია "სახალხო კრების" წარმომადგენელ სანდრო დონაძეს და კიდევ რამდენიმე დაკავებულს შეხვდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბესელიას პრესსამსახურიდან აცნობეს, სოსო ჯაჭვლიანი შიმშილობს და ეკა ბესელიასთან შეხვედრას ითხოვს. ადვოკატების შესვლის მიზანს წარმოადგენს იმის გაცნობა, თუ რა პირობებში იმყოფებიან დაკავებულები და ხორციელდება თუ არა მათზე ზეწოლა. მურმან დუმბაძეს თელავის საავადმყოფოში მკურნალობენ. როგორც "ინტერპრესიუსს" სახალხო კრების აჭარის ორგანიზაციის წევრმა, ვახტანგ ახვლედიანმა განუცხადა, მურმან დუმბაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის მდგომარეობას ზედამხედველობას უწევს ადვოკატი მედეა ვასაძე. ახვლედიანის თქმით, მურმან დუმბაძეს მნშივნელოვნად აქვს დაქვეითებული მხედველობა, დაზიანებული აქვს სახე. მურმან დუმბაძე თბილისში 26 მაისის აქციაში მონაწილეობდა. დაკავების კადრებეზე კარგად ჩანდა, რომ იგი არ იყო ნაცემი. დუმბაძე დაკავების შემდეგ თელავში გადაიყვანეს. მას ერთთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული.
XS
SM
MD
LG