Accessibility links

რატკო მლადიჩი ბელგრადიდან ჰააგაში ჩაიყვანეს


ბოსნიელ სერბთა არმიის ყოფილი სარდალი რატკო მლადიჩი ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს გადაეცა - ამის შესახებ ბელგრადიდიან იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი. თვითმფრინავი, რომლითაც მლადიჩი ბელგრადიდან ჰააგაში გადაჰყავდათ, უკვე ჩაფრინდა ჰოლანდიის დედაქალაქში. საერთაშორისო მართლმსაჯულება მლადიჩს ადანაშაულებს 90-იან წლებში, ბოსნიის ომის დროს, გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სხვა ბოროტმოქმედებებში, მათ შორის რვა ათასი მუსულმანი მამაკაცისა და ბიჭის მკვლელობაში ქალაქ სრებრენიცაში. დღეს ბელგრადის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მლადიჩის ადვოკატის საჩივარი, რომელიც ითხოვდა, გაუქმებულიყო ჰააგის ტრიბუნალისთვის მლადიჩის გადაცემის გადაწყვეტილება. მოგვიანებით გადაწყვეტილება მლადიჩის ექსტრადიციის შესახებ დაამტკიცა სერბიის იუსტიციის მინისტრმა სნეჟანა მალოვიჩმა. გენერლის ნათესავები და ვექილები ამტკიცებენ, რომ 69 წლის მლადიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუძლებელს ხდის სასამართლოს წინაშე მის წარდგომას.
XS
SM
MD
LG