Accessibility links

logo-print

დღეიდან ბანკებმა ხელშეკრულებებში ყველა ხარჯი უნდა მიუთითონ


ძალაში დღეიდან შედის "საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების" წესი. ახალი წესი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოამზადა და მისი მიზანია საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა და საბანკო სექტორში გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება. ამიერიდან, ბანკები ვალდებულნი იქნებიან ხელშეკრულებებში მიუთითონ ყველა ფინანსური ხარჯი, რომელიც კრედიტითა და დეპოზიტით სარგებლობასთან არის დაკავშირებული. მომხმარებელთა უფლებების დაცვის მუდმივი მონიტორინგის თვალსაზრისით, ეროვნულ ბანკში სპეციალური განყოფილებაც შეიქმნა.
XS
SM
MD
LG