Accessibility links

დააკავეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერის ბიძაშვილი


სპეცრაზმელებმა დააკავეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერის ბიძაშვილი თამაზ ნათელაშვილი - ამის შესახებ პარტიის პრეს-სამსახური იუწყება. მისივე ცნობით, შალვა ნათელაშვილის ბიძაშვილი დღეს დილით, სოფელ ნატახტარში საკუთარ სახლში დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ლეიბორისტული პარტია აცხადებს, რომ თამაზ ნათელაშვილის ”სავარაუდო ბრალდება ე.წ. "გადატრიალებაში" მონაწილეობაა.” სხვა წყაროებით მსგავსი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
XS
SM
MD
LG