Accessibility links

logo-print

მლადიჩი პარასკევს წარდგება ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე


ბოსნიელ სერბთა ჯარების ყოფილი სარდალი, რატკო მლადიჩი, რომელიც სამშაბათს ჩაიყვანეს ჰააგაში, პარასკევს წარდგება ყოფილი იუგოსლავიის საკითხების საერთაშორისო სამხედრო სასამართლოს წინაშე. მთავარმა პროკურორმა სერჟ ბრამერცმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მლადიჩი სამართლიანი სასამართლო პროცესით იქნება უზრუნველყოფილი. მლადიჩს ბრალი ედება გენოციდში, ომის დანაშაულებებში და კაცობრიობის წინაშე დანშაულებებში, რომლებიც მან, ბრალდების თანახმად, 1992-95 წლებში ჩაიდინა ბოსნიაში. მლადიჩი გასულ კვირაში, ხუთშაბათს დააპატიმრეს სერბიაში. ის 15 წლის განმავლობაში ემალებოდა მართლმსაჯულებას.
XS
SM
MD
LG