Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქალაქო სასამართლო არ ადასტურებს, რომ ბადრი ბიწაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა


თბილისის საქალაქო სასამართლო არ ადასტურებს, რომ ბადრი ბიწაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკმაყოფილდა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულ ბადრი ბიწაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 100 000 ლარის ოდენობით. სასამართლოს პრესსამსახური განმარტავს, რომ ”აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა ის გარემოებები, რომ ბადრი ბიწაძეს ბრალად ედება განზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, ამასთან, მხედველობაში იქნა მიღებული, რომ იგი არ არის ნასამართლევი, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, გააჩნია ქონება გირაოს უზრუნველსაყოფად, ასევე ბრალდებულის პიროვნება, მისი ასაკი და საქმიანობა.” გირაოს შეტანის ვადად შვიდი დღე განისაზღვრა.
XS
SM
MD
LG