Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომში სააკაშვილის და ბაიდენის შეხვედრა გაიმართა


რომში, იტალიის გაერთიანების 150-ე წლისთავის საზეიმო ცერემონიის კულუარებში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეხვედრა. ბაიდენის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მან და სააკაშვილმა საერთო ინტერესის საკითხებზე იმსჯელეს - საქართველოში უსაფრთხოებაზე, დემოკრატიაზე და კეთილდღეობაზე. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აფასებს საქართველოს მნიშვნელოვან ახალ წვლილს ავღანეთის უსაფრთხოების საერთაშორისო მხარდამჭერ ძალებში. ამ ახალი წვლილით საქართველოს საერთაშორისო ძალებში ყველაზე მსხვილი კონტინგენტი ეყოლება იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სააკაშვილთან შეხვედრაზე ბაიდენმა მხარი დაუჭირა საქართველოსა და რუსეთს შორის შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიცაზიაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე.
XS
SM
MD
LG