Accessibility links

logo-print

ფიფას პრეზიდენტი კვლავ ზეპ ბლატერია


შვეიცარიელი ზეპ ბლატერი დღეს კიდევ ერთხელ აირჩიეს ფიფას პრეზიდენტად - მიუხედავად მოწოდებებისა კენჭისყრის გადადების თაობაზე, ორგანიზაციაში კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის გამძაფრების გამო. ციურიხში გამართულ კენჭისყრაზე დელეგატებმა ბლატერი 203-დან 186 ხმით დაამტკიცეს - მას შემდეგ, რაც არ დაკმაყოფილდა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მოწოდება არჩევნების გადადების შესახებ. ბლატერი, რომელიც უკვე 13 წელია სათავეში უდგას ფიფას, პირობას დებს, რომ აღადგენს ორგანიზაციის რეპუტაციას.
XS
SM
MD
LG