Accessibility links

logo-print

ბელორუსია საერთაშორისო სავალუტო ფონდს დახმარებისთვის მიმართავს


ბელორუსიამ დღეს გამოაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს სტაბილიზაციის მიზნით დახმარების გამოყოფას სთხოვს - რათა მზარდ ფინანსურ კრიზისთან შესძლოს შებრძოლება. ამ ეტაპზე ბელორუსიის მთავრობა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი არც მოთხოვნილი თანხის ოდენობას აკონკრეტებენ, არც პოტენციური შეთანხმების პირობებს. ბელორუსიას დიდი დარტყმა მიაყენა ფინანსურმა კრიზისმა, რომელიც, ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის მიერ ენერგიის ფასის გაძვირებამ გამოიწვია - ისევე, როგორც გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სახელმწოფოს მიერ გაწეულმა მასშტაბურმა ხარჯებმა. პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობა გასულ თვეში იძულებული გახდა ერთ მესამედზე მეტით მოეხდინა ვალუტის დევალვაცია. მაისში ბელორუსიას რუსეთმა უარი უთხრა ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირი სესხის გაცემაზე.
XS
SM
MD
LG