Accessibility links

logo-print

იაპონიის ოპოზიციას ნაოტო კანის მთავრობის დათხოვნა სურს


იაპონიის პრემიერ-მინისტრ ნაოტო კანის მიმართ პარტიაში პროტესტი იზრდება. შესაბამისად, იზრდება მისი კაბინეტის მიმართ ნდობის ვოტუმის დაყენების შესაძლებლობაც. გუშინ ამ ინიციატივით სამმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივად მიმართა პარლამენტის ქვედა პალატას. ოპოზიციის ამ ნაბიჯის შემდეგ ძალიან მალე სამმა მინისტრის მოადგილემ და ორმა საპარლამენტო მდივანმა გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინეს პრემიერს. ნაოტო კანი კი აცხადებს, რომ ის გადადგომაზე მას შემდეგ იფიქრებს, რაც იაპონიის სვლა სტიქიის შედეგების აღმოფხვრისკენ შეუქცევადი იქნება. ოპოზიცია კანის მთავრობას ნელ და არაადეკვატურ მოქმედებაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG