Accessibility links

logo-print

ნაოტო კანის მთავრობის მიმართ ნდობის ვოტუმის საკითხი პარლამენტში არ გავიდა


იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციური პარტიების მიერ პრემიერ-მინისტრ ნაოტო კანის კაბინეტის მიმართ დაყენებულ ნდობის ვოტუმის საკითხს. პარლამენტს ინიციატივით მიმართა იაპონიის ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ და კიდევ ორმა მცირე პარტიამ. კანის მთავრობას სტიქიური მოვლენების შედეგების აღმოფხვრელად ნელი და არაადეკვატური მოქმედებისთვის აკრიტიკებენ.
XS
SM
MD
LG