Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ბაგაფშს დღეს დაკრძალავენ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯგერდაში


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გარდაცვლილ პრეზიდენტს სერგეი ბაგაფშს დღეს დაკრძალავენ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯგერდაში. სააგენტო “აფსნიპრესის” ცნობით, სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობისთვის რუსეთის ოფიციალური პირების გარდა, აფხაზეთში ჩავიდნენ დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის ლიდერები და თურქეთის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის დეპუტატი საიდ აჩბა ხელმძვანელობდა. სერგეი ბაგაფშის გარდაცვალების გამო მის ოჯახს და აფხაზ ხალხს დღეს სამძიმარი გამოუცხადეს პოლიტიკურმა მოძრაობამ ”თავისუფალი საქართველო” და ”ეიბორისტულმა პარტიამ. 1 ივნისს აფხაზ ხალხს მიუსამძიმრეს ახალმა მემარჯვენეებმა.
XS
SM
MD
LG