Accessibility links

logo-print

სოხუმში ჩავიდა რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გარდაცვლილ პრეზიდენტთან სერგეი ბაგაფშთან გამოთხოვების ცერემონიაში მონაწილეობისთვის დღეს სოხუმში ჩავიდა რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი. ის იმყოფებოდა სახელმწიფო ფილარმონიაში, სადაც დაკრძალვამდე დაასვენეს გარდაცვლილის ცხედარი. დღესვე პუტინი შეხვდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე ანქვაბს და პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების გაზრდის შესაძლებლობაზე იმსჯელოს.
XS
SM
MD
LG