Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აღლუმს დაესწრო რომში


დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რომში, მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად დაესწრო იტალიის გაერთიანების 150 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს. გასულ საღამოს რომში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ბაიდენმა და სააკაშვილმა განიხილეს საქართველოში უსაფრთხოების და დემოკრატიის და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხები. თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა და მადლიერება გამოხატა იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერ მისიაში. თეთრი სახლი ასევე იუწყება, რომ ჯო ბაიდენმა გამოხატა მხარდაჭერა მოლაპარაკებისადმი, რომელსაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ, შვეიცარიის შუამავლობით აწარმოებენ საქართველო და რუსეთი.
XS
SM
MD
LG