Accessibility links

logo-print

”საერთაშორისო გამჭვირვალობა” მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს დაკავებულთა უფლებების დაცვა


ადამიანის უფლებათა დამცველმა ავტორიტეტიანმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა კვლავ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა ბრალდება 26 მაისის აქციის დაშლისას და მის შემდგომ ცუდი მოპყრობისა და პოლიციის ძალადობის შესახებ. ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, ის ფლობს ინფორმაციას ერთი პოლიციელის გარდაცვალების და რამდენიმეს დაშავების შესახებ და სანდო ცნობებს მომიტინგეთა მიერ ჩადენილი ძალადობის თაობაზე. ამასთან, Amnesty International-ი აღნიშნავს, რომ მსგავსი ბრალდებები არ უნდა იქცეს პოლიციის მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული კანონის და საერთაშორისო სტანდარტების იგნორირების საბაბად. საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს დაკავებულთა უფლებების დაცვა და სასამართლო პროცესების სამართლიანობა და გამჭვირვალობა. Amnesty International-ი მიესალმა იმ ფაქტს, რომ შსს-მ ბოდიში მოუხადა საპროტესტო აქციის დაშლისას დაზარალებულ ჟურნალისტებს, თუმცა სინანული გამოხატა იმის გამო, რომ ბოდიში არ უკავშირდებოდა მიტინგში მონაწილეთა მიმართ არსებულ დარღვევებს.
XS
SM
MD
LG