Accessibility links

logo-print

შსს: აღკვეთილ იქნა ტერორისტული აქტის განხორციელების მორიგი მცდელობა


კიდევ ერთი ტერაქტის აღკვეთის თაობაზე განაცხადა დღეს საქართველოს შსს-მ. მისი ოფიციალური ინფორმაციით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოს რეგიონში დააკავეს გალის რაიონში მცხოვრებნი აბესალომ ჩხეტია და თამილა ბენია, რომლებსაც თან ჰქონდათ ასაფეთქებელი ნივთიერება. სამინისტროს განცხადებით, დაკავებულთა ჩვენებიდან ირკვევა, რომ მათ ტერაქტის განხორციელება დაუკვეთეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფმა რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა იგორ ვლასოვმა და სერგეი კუზმინმა. საქართველოს შსს აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი დამატებითი დეტალების დასადგენად მუშაობას განაგრძობს.
XS
SM
MD
LG