Accessibility links

გუგლი აცხადებს, რომ ჩინელმა ჰაკერებმა G-mail-ი გატეხეს


გუგლის განცხადებით, ჩინეთში მომუშავე ჰაკერებმა აშშ-ის ასობით ოფიციალური პირის, სამხედრო მოსამსახურის და ჟურნალისტის ელექრონული ფოსტის პირად ანგარიშებზე შესძლეს შეღწევა. გუგლი არ აკონკრეტებს, აშშ-ის მთავრობის რომელ ორგანოებზე მოხდა კიბერშეტევა. ჯერჯერობით ისიც უცნობია, G-mail-ის პირადი ანგარიშების გატეხვას კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვება თუ მოჰყვა. თუმცა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ჰონგ ლიმ დღეს თქვა, „განცხადებები, რომ ჩინეთის მთავრობა ჰაკერების ქმედებებს უჭერს მხარს, აბსოლუტურად უსაფუძვლოა და ფარული მიზნებით არის მოტივირებულიო“. 17 თვის განმავლობაში უკვე მეორედ ხდება, რომ გუგლი ჩინეთს საჯაროდ სდებს ბრალს ინფორმაციის უკანონო მოპოვების ოპერაციებისთვის ერთგვარ ცენტრად ყოფნაში.
XS
SM
MD
LG