Accessibility links

logo-print

სირიაში ძალადობის ბოლო ტალღას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვეპლა


სირიის უსაფრთხოების ძალები განაგრძობენ ანტი-სამთავრობო გამოსვლებზე ზეწოლას. აქტივისტების ცნობით, დღეს მათ სულ მცირე 15 ადამიანი დახოცეს, ქვეყნის ცენტრში მდებარე ქალაქ რასტანში. ეს ცნობა თითქმის 60-მდე ზრდის ამ ქალაქში ბოლო სამი დღის განმავლობაში დახოცილების რიცხვს. დღეს უფრო ადრე ავსტრალიამ განაცხადა, რომ წარმოწყო კამპანია, რათა სირიის პრეზიდენტი, ბაშერ ასადი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარსდგეს, მისი რეჟიმის მიერ საპროტესტო აქციებზე რეპრესიების განხორციელების და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო. დემონსტრანტების თქმით, მას შემდეგ, რაც მარტში გამოსვლები დაიწყო, 1,000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. მათ შორის სულ მცირე 25 ბავშვია.
XS
SM
MD
LG