Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი: მლადიჩი კიბოს მკურნალობის კურსს საიდუმლოდ გადიოდა


ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერის და ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილის, რატკო მლადიჩის ადვიკატი აცხადებს, რომ ორი წლის წინ ბელგრადის ერთ-ერთ საავადმყოფოში მას საიდუმლოდ ჩაუტარეს ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის კურსი. მილოშ სალიჩი აცხადებს, რომ მოიპოვა სამედიცინო ჩანაწერები, რომლებიც მოწმობს - იმ პერიოდში, როცა საერთაშორისო მართლმსაჯულებას ემალებოდა, 2009 წელს - მლადიჩს ბელგრადის საავადმყოფოში ლიმფომის მკურნალობის კურსი ჩაუტარდა. ადვოკატმა უარი თქვა საავადმყოფოს ან ექიმების სახელის დაკონკრეტებაზე. სერბიის პროკურატურის წარმომადგენელმა დოკუმენტებს ყალბი უწოდა. 69 წლის მლადიჩი გასულ კვირაში დააკავეს სერბიაში. ის ხვალ წარდგება ჰააგის სასამართლოს წინაშე. მლადიჩს ბრალი ედება გენოციდში, ომის დანაშაულებებში და კაცობრიობის წინაშე დანაშაულებებში, რომლებიც მან, ბრალდების თანახმად, 1992-95 წლებში ჩაიდინა ბოსნიაში.
XS
SM
MD
LG