Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საატესტატო გამოცდების ბარიერად 5.5 ქულა გამოცხადდა


გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერი წელს ყველა საგანში 5.5 ქულით განისაზღვრა. მოქმედებს შეღავათიც - იმ მოსწავლემ, რომელმაც რვა საგნიდან ნებისმიერ სამ საგანში მიიღო მინიმუმ 5.2 ქულა, ხოლო დარჩენილ 5 საგანში - 5.5 ქულა და მეტი, 2011 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები წარმატებით ჩააბარა. ეს შეღავათი მომავალ წელს აღარ იმოქმედებს, გამსვლელ ბარიერად კი 5.5 ქულა დარჩება.
XS
SM
MD
LG