Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილმა რომში ორმხრივი შეხვედრები ჩაატარა


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რომში ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან შეხვედრა ჩაატარა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რუმპეს შეხვდა, სადაც საუბრის მთავარი თემები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შემდგომი ურთიერთობების განვითარება და ევროინტეგრაციის პროცესი იყო. სააკაშვილი შეხვდა ასევე ჩილეს პრეზიდენტს სებასტიან პინიერას. ლიდერებმა საერთაშორისო ურთიერთობის ფართო სპექტრი განიხილეს და ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების შესახებ ისაუბრეს.
XS
SM
MD
LG