Accessibility links

logo-print

ტერაქტის მცდელობაში ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა შსს-მ


ტერაქტის მცდელობაში ბრალდებული თამილა ბენიას აღიარებითი ჩვენება გაავრცელა საქართველოს შსს-მ. ამ მასალის თანახმად, თამილა ბენია ვალმერ ბუთბამ დააკავშირა რუს სამხედროებთან იგორ ვლასოვსა და სერგეი კუზმინთან, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ბომბის გადატანა და აფეთქება შესთავაზეს და სამიდან ხუთი ათასამდე დოლარს დაჰპირდნენ. შსს-ს განცხადებით, თამილა ბენიამ მის მიერ ტერაქტის დამკვეთად დასახელებული იგორ ვლასოვი ფოტოზე ამოიცნო. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ საქართველოში ტერაქტი აღკვეთა და გალის რაიონის მცხოვრებნი თამილა ბენია და აბესალომ ჩხეტია დააკავა.
XS
SM
MD
LG