Accessibility links

logo-print

”ქართული პარტია” დატოვა ოთხმა წევრმა


ქართული პარტიის დატოვება დაადასტურეს ლევან გაჩეჩილაძემ და კოკა გუნცაძემ. პარტიის წევრობაზე უარი თქვეს კახა მიქაიამ და ლევან ჩიკვაიძემაც. მათ მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, ”26 მაისის სადამსჯელო აქციამ ცხადყო, რომ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი იღებს ტირანიის სახეს” და მასთან ბრძოლა მხოლოდ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციით და ერთიანი ფრონტითაა შესაძლებელი. ”ჩვენ არ ვეთანხმებოდით, ზოგიერთ შემთხვევაში კი, არც ვმონაწილეობდით ქართული პარტიის არც ერთ იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ერთიანობის კურსს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიმოქმედოთ დამოუკიდებლად, რათა მიღწეულ იქნეს საყოველთაო თანხმობა”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე, კახა მიქაია და ლევან ჩიკვაიძე. თავად ქართულმა პარტიამ უკვე ყოფილ წევრებს შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
XS
SM
MD
LG