Accessibility links

"რადიო თავისუფალ ევროპა-რადიო თავისუფლებას" ახალი პრეზიდენტი ჰყავს


"რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების" პრეზიდენტად დაინიშნა სტივენ კორნი, ტელეკომპანია სი-ენ-ენის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი. აშშ-ის საერთაშორისო მაუწყებლობის მმართველთა საბჭოს მიერ დღეს გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ახალ თანამდებობაზე საქმიანობას სტივენ კორნი 11 ივლისს შეუდგება. „აშშ-ის საერთაშორისო მაუწყებლობა არაერთი რთული ამოცანის წინაშე დგას“ - განაცხადა მაუწყებლობის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უოლტერ აისაქსონმა. მისი თქმით, ამ სირთულეებს შორის არის არა მხოლოდ მზარდი კონკურენციისა და მწირი ბიუჯეტის პრობლემები, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წამოწყებული იერიში თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. აისაქსონი იმედს გაიმოთქვამს, რომ სტივენ კორნის მდიდარი გამოცდილება "რადიო თავისუფალ ევროპა-რადიო თავისუფლებას" დაეხმარება ამ სირთულეების გადაჭრაში.
XS
SM
MD
LG