Accessibility links

იემენში მაღალი თანამდებობის რამდენიმე პირი დაიჭრა საპრეზიდენტო სასახლეზე იერიშის შედეგად


იემენის დედაქალაქ სანააში, საპრეზიდენტო სასახლეზე ოპოზიციის ძალების იერიშის შედეგად, დაიჭრა მაღალი თანამდებობის რამდენიმე პირი, მათ შორის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. იუწყებიან, აგრეთვე, რომ მსუბუქი ჭრილობა მიიღო პრეზიდენტმა ალი აბდალა სალეჰმაც. დღეს სანაას ქუჩებში ცხარე ბრძოლა გაიმართა სამთავრობო ძალებსა და ერთ-ერთი ტომის გავლენიანი უხუცესის, შეიჰ სადიყ ალ აჰმედის მომხრეთა რაზმებს შორის. დღესვე, უფრო ადრე, სანააში, ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა 50 მოკლული ოპოზიციონერის დაკრძალვის ცერემონიაში. მასობრივი დემონსტრაციები იემენის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით იანვარში დაიწყო. ალი აბდალა სალეჰმა სამჯერ უარყო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გეგმა, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭომ შეიმუშავა.
XS
SM
MD
LG