Accessibility links

logo-print

სირიაში უშიშროების ძალებმა ანტისამთავრობო აქციის ათობით მონაწილე დახოცეს


სირიიდან მიღებული ცნობების თანახმად, სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა, როცა ქალაქ ჰამაში უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს 50-ათასკაციანი ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს. აქტივისტების ცნობით, მსხვერპლის რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. ქალაქი ჰამა 1982 წელს სასტიკი შეტაკების მოწმე გახდა, რასაც 30,000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. მაშინ მუსულმანთა საძმო აუჯანყდა პრეზიდენტ ჰაფეზ ალ-ასადს - ახლანდელი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მამას. პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რომ დედაქალაქ დამასკში 2,000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა აქციაში, რომელიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. აქციებზე და ძალადობაზე ინფორმაცია სირიის სხვა ქალაქებიდანაც მოდის. დღევანდელი აქციები ეძღვნებოდა იმ ბავშვების ხსოვნას, რომლებიც სხვადასხვა ოპოზიციური აქციის დაშლას შეეწირნენ. ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, სირიაში 1100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.
XS
SM
MD
LG