Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენი უარყოფს ცნობას პრეზიდენტ სალეჰის საუდის არაბეთში გაფრენის თაობაზე


იემენის ინფორმაციის სამინისტრო უარყოფს ცნობას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი ალი აბდალა სალეჰი საუდის არაბეთში იმყოფება სამკურნალოდ. ცნობა, რომელიც დღეს გაავრცელა რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ, მათ შორის ტელეარხმა „ალ-არაბიამ“, არ დაადასტურა არც საუდის არაბეთის სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ. წყაროს თანახმად, სალეჰი კვლავაც იემენში იმყოფება. სალეჰი და რამდენიმე მაღალი რანგის მოხელე, მათ შორის პრემიერ-მინისტრი და უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, პარასკევს დაიჭრნენ სანაში, სახელმწიფოს მეთაურის რეზიდენციისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად. დღეს ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულთაგან ზოგიერთი საუდის არაბეთში გაფრინდა.
XS
SM
MD
LG