Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რობერტ გეიტსი ავღანეთში ჩადის


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი ავღანეთში ჩადის გამოსათხოვარი ვიზიტით. ეს აღვანეთში მისი ბოლო ვიზიტი იქნება გადადგომამდე. გეიტსი ივნისის ბოლოს დატოვებს თანამდებობას. ვიზიტის მსვლელობისას პენტაგონის ხელმძღვანელი სიტყვით გამოვა ავღანეთში განთავსებული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების წინაშე. საერთაშორისო კონტინგენტის 130 ათასი ჯარისკაციდან 90-ს შეერთებული შტატების სამხედროები შეადგენენ. ქაბულში გაფრენის წინ გეიტსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფინანსური მოსაზრებები არ უნდა განსაზღვრავდეს ამ ქვეყანაში საერთაშორისო კონტინგენტის დარჩენის საკითხს. მისი აზრით, ავღანეთიდან ჯარების გაყვანა შეიძლება მხოლოდ საერთაშორისო ოპერაციის სრული წარმატების შემთხვევაში. ავღანეთის ოპერაციაზე შეერთებული შტატები წელიწადში 120 მილიარდ დოლარს ხარჯავს.
XS
SM
MD
LG