Accessibility links

რომის პაპი ხორვატიაში ჩავიდა ორდღიანი ვიზიტით


რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ, რომელიც ხორვატიაში ჩავიდა ორდღიანი ვიზიტით, იმედი გამოთქვა, რომ ეს ქვეყანა ხელს შეუწყობს ქრიტიანული ღირებულებების შენარჩუნებას ევროპის კავშირში მომავალი წევრობის პერიოდში. ვატიკანის მეთაურმა ამის შესახებ განაცხადა ზაგრების აეროპორტში სიტყვის გამოსვლისას. 84 წლის პაპი ორშაბათს ხორვატიის დედაქალაქში ღია ცის ქვეშ გამართავს მესას, რომელზეც ათასობით მორწმუნე მოიყრის თავს. ბენედიქტე XVI ასევე მოინახულებს კარდინალ ალოიზიუს სტეპანიცას საფლავს, რომელიც კათოლიკური ეკლესიის მიერ ნეტარად არის შერაცხული. ვატიკანმა ერთ-ერთმა პირველმააღიარა ხორვატიის დამოუკიდებლობა 1991 წელს. ხორვატიის მოსახლეობის 90 პროცენტამდე კათოლიკეები არიან.
XS
SM
MD
LG