Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი შიშობს, რომ ლიბიაში ნატოს ოპერაცია სახმელეთო კამპანიად იქცევა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს გამოთქვა შიში, რომ ლიბიაში ნატოს ოპერაცია სახმელეთო კამპანიად იქცევა. ეს განცხადება ლავროვმა გააკეთა მას მერე, რაც შაბათს ნატომ გამოაცხდა, რომ ლიბიაში იერიშისთვის პირველად გამოიყენა ვერტმფრენები. ნატოს თანახმად, სამიზნეებს წარმოადგენდა სამხედრო მანქანები, სამხედრო აღჭურვილობა და ჯარები. სად განხორციელდა იერიში, ნატოს არ დაუზუსტებია. ალიანსმა ასევე განაცხადა, რომ შემტევი ვერტმფრენების გამოყენება ლიბიაში ნატოს ოპერაციას დამატებით მოქნილობას ჰმატებს კადაფის მომხრე ჯარების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG