Accessibility links

logo-print

სირიის ქალაქ ჰამაში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა მოკლული ოპოზიციონერების დაკრძალვაზე


სირიის ქალაქ ჰამაში შაბათს ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა პარასკევს საპროტესტო აქციის დარბევისას მოკლული ოპოზიციონერების დაკრძალვაზე. ადამიანის უფლებების დამცველთა მონაცემებით, უშიშროების ძალებთან შეტაკებებში პარასკევს სირიის რამდენიმე ქალაქში მოკლული იქა სულ ცოტა 44 ადამინი, 39 მათგანი ჰამაში სროლის შედეგად დაიღუპა. სირიაში მარტიდან მოყოლებული გრძელდება გამოსვლები პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომის მოთხოვნით. საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთხელ მოუწოდა დამასკს, უარი თქვას მშვიდობიან დემონსტრანტთა მიმარ ძალადობაზე. შეერთებულმა შტატებმა კვლავ დაგმო სირიის ხელისუფლება ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებისთვის. სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ამასთან ვაშინგტონის ღრმა შეშფოთება გამოხატა სირიაში ინტერნეტზე აკრძალვების შესახებ ცნობების გამო. როგორც იტყობინებიან, ქვეყნის ქსელების ორი მესამედი ბლოკირებულია.
XS
SM
MD
LG