Accessibility links

logo-print

ევროკავშირი: სერბიის მიერ კოსოვოს ბოიკოტირება აზრს მოკლებულია


სერბიის საკითხებში ევროპის კავშირის წარმომადგენლის, იელკო კაჩინის თქმით, სერბიის პრეზიდენტ ბორის ტადიჩის მიერ იმ საერთაშორისო ღონისძიებების ბოიკოტირება, რომლებშიც კოსოვო იღებს მონაწილეობას, აზრს მოკლებულია. მისი სიტყვებით, შეუძლებელია იმაზე კამათი, შეუძლია თუ არა პოლონეთს ვინმე დაპატიჟოს სტუმრის სტატუსით. მან თქვა ასევე, რომ სერბიამ უნდა გაიგოს, რომ კოსოვოსთან კარგი ურთიერთობები სერბიისავე ინტერესებშია. გასულ კვირაში დადიჩმა უარი თქვა ვარშავაში რეგიონულ სამიტზე წასვლაში, რომელშიც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამაც მონაწილილეობდა, ვინაიდან ღონისძიებაზე კოსოვოც იყო წარმოდგენილი.
XS
SM
MD
LG