Accessibility links

რობერტ გეიტსი ავღანეთში ჩავიდა გამოსათხოვარი ვიზიტით


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი ავღანეთში ჩავიდა გამოსათხოვარი ვიზიტით. ეს აღვანეთში მისი ბოლო ვიზიტია გადადგომამდე. გეიტსი ივნისის ბოლოს დატოვებს თანამდებობას. ქაბულში, ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გეიტსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ძალიან წუხს ავღანეთში სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას სამოქალაქო პირების სიკვდილის გამო. მაგრამ ამერიკა არ აპირებს მეამბოხეებთან ბრძოლის სტრატეგიის შეცვლას. ამავე დროს მან თქვა, რომ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები კვლავაც დაინტერესებული არიან, ავღანეთის უშიშროებაზე კონტროლის ადგილობრივი სტრუქტურებისთვის გადაცემაში. ქაბულში გაფრენის წინ გეიტსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფინანსური მოსაზრებები არ უნდა განსაზღვრავდეს ამ ქვეყანაში საერთაშორისო კონტინგენტის დარჩენის საკითხს. მისი აზრით, ავღანეთიდან ჯარების გაყვანა შეიძლება მხოლოდ საერთაშორისო ოპერაციის სრული წარმატების შემთხვევაში. ავღანეთის ოპერაციაზე შეერთებული შტატები წელიწადში 120 მილიარდ დოლარს ხარჯავს.
XS
SM
MD
LG