Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ვერტმფრენის ავარიის შედეგად ნატოს ორი სამხედრო დაიღუპა


ავღანეთის პროვინცია ხოსტში, ქვეყნის აღმოსავლეთში, დღეს ვერტმფრენის ავარიის შედეგად ნატოს ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, რომელიც პაკისტანის საზღვრისპირა რეგიონში მოხდა. საერთაშორისო ჯარების სარდლობა აღნიშნავს მხოლოდ, რომ მიმდინარეობს გამოძიება. არ იტყობინებიან არც დაღუპულთა მოქალაქეობის შესახებ. დღესვე ავღანეთის ცენტრალურ პროპინცია ვარდაკში აფეთქების შედეგად უშიშროების ადგობრივი სამსახურის ორი თანამშრომელი დაიღუპა. ტერაქტი მოხდა ბანკის ერთ-ერთ განყოფილებასთან.
XS
SM
MD
LG