Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში საპარლამენტო არჩევნები იმართება


მაკედონიაში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება. არჩეულ იქნება 123 დეპუტატი. საპარლამენტო მანდატების ძირითადი პრეტენდენტები არიან მმართველი კოალიცია პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი გრუევსკის ხელმძღვანელობით, რომელშიც 24 პარტია შედის, და მაკედონიის სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც ბრანკო ცრვენკოვსკი უდგას სათავეში. არჩევნებს სამიათას ხუთასამდე ადგილობრივი და 330 საერთაშორისო მეთვალყურე უწევს მონიტორინგს. როგორც ვარაუდობენ, წინასწარი შედეგები ორშაბათს გამოქვეყნდება.
XS
SM
MD
LG