Accessibility links

logo-print

სერგეი ივანოვი: ლიბიაში ნატოს კამპანია ერთი ნაბიჯითაა დაშორებული იქ სახმელეთო ჯარების გაგზავნისგან


რუსეთის ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა შეშფოთება გამოხატა, რომ ლიბიაში ნატოს კამპანია ერთი ნაბიჯითაა დაშორებული იქ სახმელეთო ჯარების გაგზავნისგან - ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის მოწინააღმდეგეთა ჯარების დასახმარებლად. დღეს აზიის ფორუმზე გამოსვლისას ივანოვმა გააკრიტიკა ლიბიაში სამხედრო ინტერვენციის გაფართოება. მისი თქმით, მოსკოვმა თავდაპირველად მხარი დაუჭირა ოპერაციას, მაგრამ როცა რეზოლუციას მხარს ვუჭერდით, სახმელეთო ოპერაციას არ ვგულისხმობდითო. შაბათს ნატომ მოიერიშე ვერტმფრენები განათავსა ლიბიაში.
XS
SM
MD
LG