Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა ზაგრებში ღია ცის ქვეშ მესა გამართა


რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ ხორვატიაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დედაქალაქ ზაგრებში ღია ცის ქვეშ მესა გამართა. ათიათასობით მორწმუნის წინაშე გამოსვლისას მან ისაუბრა ევროპაში ტრადიციული ოჯახური ღირებულებების შენარჩუნების აუცილებლობაზე. იმაზე, რომ ახალგაზრდებს არ უნდა ეშინოდეთ ქორწინება და ბავშვების აღზრდა. ბენედიქტე XVI-მ ხორვატიას მხარდაჭერა გამოუხატა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ვატიკანმა ერთ-ერთმა პირველმა აღიარა ხორვატიის დამოუკიდებლობა 1991 წელს. ხორვატიის მოსახლეობის 90 პროცენტამდე კათოლიკეები არიან.
XS
SM
MD
LG