Accessibility links

logo-print

იემენში ზეიმობენ პრეზიდენტ სალეჰის მიერ ქვეყნის დატოვებას


იემენის დედაქალაქ სანაში პრეზიდენტ ალი აბდალა სალეჰის მოწინააღმდეგეები ზეიმობენ ქვეყნიდან მის წასვლას. სალეჰი საუდის არაბეთში იმყოფება, სადაც ის სამკურნალოდ ჩავიდა მას მერე, რაც პარასკევს დაიჭრა, როცა მეამბოხეებმა მის რეზიდენციას ცეცხლი გაუხსნეს. ფრანს პრესის ცნობით, იემენის ვიცე-პრეზიდენტი აბდ-რაბუ მასურომ ჰადი, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობების დროებითი შემსრულებელია, კვირას შეხვდა შეერთებული შტატების ელჩს ჯერალდ ფეიერსტაინს. ამერიკის დიპლომატმა შეერთებული შტატების მზადყოფნა გამოხატა, იემენთან ითანამშრომლოს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და ერთიანობის შესანარჩუნებლად.
XS
SM
MD
LG