Accessibility links

logo-print
”თავისუფლების ქარტიის” საჯარო განხილვას აზრი აღარ აქვს, ამ კვირაში პარლამენტმა თითქმის ერთხმად მიიღო ეს კანონი. საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დეპუტატ გია თორთლაძეს ეკუთვნის და ასევე მხარი დაუჭირა მას მმართველმა პარტიამ, ითვალისწინებს ქვეყანაში საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკის აღმოფხვრას; ასევე - აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებას მისთვის, ვინც 1989 წლის 9 აპრილამდე ყოფილი საბჭოთა კავშირის სპეციალურ სამსახურებთან საიდუმლოდ თანამშრომლობდა ან მათთან კავშირში ჰქონდა.


”თავისუფლების ქარტიის” შესახებ

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG