Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი გმობს ძალადობას გოლანის მაღლობებთან


გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი გმობს ძალის გამოყენებას ისრაელის მიერ ოკუპირებულ გოლანის მაღლობებსა და სირიას შორის საზღვარზე, სადაც კვირას შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა. სირიის განცხადებით, 23 ადამიანი დაიღუპა, როცა ისრაელის ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს, რომლებიც სასაზღვრო ზღუდეს უახლოვდებოდნენ. ისრაელი არ ადასტურებს დაღუპულების ამ რიცხვს და ირწმუნება, რომ დემონსტრანტები საზღვრის გარღვევას ცდილობდნენ. ისრაელის მთავრობის პრესმდივანმა მარკ რეგევმა სირიის მმართველი რეჟიმი დაადანაშაულა დემონსტრაციების ორგანიზებაში იმ მიზნით, რომ ყურადღება გადაიტანოს სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციებიდან.
XS
SM
MD
LG