Accessibility links

logo-print

იემენში ოპოზიცია ემხრობა ძალაუფლების ვიცე-პრეზიდენტისათვის გადაცემას


იემენში ოპოზიციის განცხადებით, ის ემხრობა ძალაუფლების ჩაბარებას ვიცე-პრეზიდენტ აბედ რაბო მანსურ ჰადისთვის, რომელიც დროებით ასრულებს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი საუდის არაბეთში გაემგზავრა. სალეჰი საოპერაციოდ წაიყვანეს მას შემდეგ, რაც ის პარასკევს დაიჭრა დედაქალაქ სანააში პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად. იემენში რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს საპროტეტო აქციები სალეჰის გადადგომის მოთხოვნით. დემონსტრაციები შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა, როცა პრეზიდენტის ჯარებმა იერიში მიიტანეს ერთ-ერთი გავლენიანი თემის ლიდერზე, ამ უკანასკნელის მიერ დემონსტრაციების მხარეს დადგომის შემდეგ. კვირას სანაას ქუჩებში ათასობით იემენელმა იზეიმა პრეზიდენტის უცხოეთში წასვლა. იუწყებიან აგრეთვე, რომ დღეს იემენში მთავრობის ჯარების, სულ ცოტა, სამი წევრი და სამი მეამბოხე დაიღუპნენ, თუმცა სალეჰის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის ზავი, მთლიანობაში, ძალაში რჩება.
XS
SM
MD
LG