Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ხუთი ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს


შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, ცენტრალურ ერაყში დღეს ხუთი ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს. მოკლე განცხადებაში სხვა დეტალები არ მოჰყავთ, მაგრამ ადგილობრივი მედიის დაუდასტურებელი ცნობებით, ჯარისკაცები დაიღუპნენ ბაღდადის გარეუბანში, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის დროს. შედეგად, 4 459-მდე გაიზარდა ერაყში 2003 წლის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი. შეერთებულმა შტატებმა შარშან, ავგისტოში შეწყვიტა სამხედრო ოპერაციები ერაყში, მაგრამ ამ ქვეყანაში დატოვა 45 000-კაციანი სამხედრო კონტინგენტი. ამერიკელ სამხედროებს ევალებათ ერაყის უშიშროების ძალების გაწვრთნა და მათთვის დახმარების გაწევა მეამბოხეებთან ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG