Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ადვოკატმა გაავრცელა ლაშა ჩხარტიშვილის განცხადება


რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის ჩატარების მცდელობისას კვირას დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილის და სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ბათიაშვილის ოჯახის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ - ამის შესახებ სააგენტო პირველს განუცხადა ბათიაშვილების ადვოკატმა მანანა კობახიძემ. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე და შვილი 400-400 ლარით დააჯარიმა, თავად ბათიაშვილი, კი მანდატურებთან უთანხმოების გამო, 500 ლარით. რაც შეეხება კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ლაშა ჩხარტიშვილს, მას სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. დღეს ადვოკატმა გაავრცელა ჩხარტიშვილის განცხადება, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ აპირებდა 26 მაისის აქციის დარბევა გაეპროტესტებინა რუსთაველის გამზირზე კვირას გამართული ”მრავალმილიონიანი პიარაქციისას, რომლის მიზანი იყო სააკაშვილის მიერ წაგებული ომის მოგებულად წარმოჩენა.” ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ სამართლიანი და კანონიერი პროტესტის გამოხატვა ვერ შეძლო, რადგან მანამდე დააკავეს შსს-ს სამოქალაქო ფორმიანმა თანამშრომლებმა.
XS
SM
MD
LG